უსაინ ბოლტი ფეხბურთელობისთვის ემზადება
უსაინ ბოლტი ფეხბურთელობისთვის ემზადება

მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა იამაიკელმა უსაინ ბოლტმა საფეხბურთო კარიერისთვის მზადება დაიწყო. 31 წლის მორბენალი სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის ლიდერის „მამელოდი სანდაუნზის“ რიგებში ვარჯიშობს, – წერს კლუბის ოფიციალური პრესსამსახური.

ბოლტი ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ მარტში მას დორტმუნდის “ბორუსიაში” სინჯები ელოდება.

„ეს ის არის, რისი გაკეთებაც მინდა. დღეს მე მაქვს ამის შესაძლებლობა, გასინჯვის შემდეგ მეცოდინება, აქვს თუ არა აზრი ამ ყველაფრის გაგრძელებას. ასეთია ჩემი გეგმა“, – ამბობს ბოლტი.

იამაიკელმა ლეგენდამ მძლეოსნის კარიერა 2017 წლის ზაფხულში დაასრულა.