უსაინ ბოლტი ფეხბურთელობაზე ნოემბრის ბოლოს ჩამოყალიბდება
უსაინ ბოლტი ფეხბურთელობაზე ნოემბრის ბოლოს ჩამოყალიბდება

იამაიკელი სპრინტერი და რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უსაინ ბოლტი აცხადებს, რომ ნოემბრის ბოლომდე აპირებს იპოვნოს კლუბი, რომელშიც გააგრძელებს საფეხბურთო კარიერას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძლეოსანი ფეხბურთელობაზე ოცნებას დაასრულებს.

„ბევრი წინადადება მაქვს სხვადასხვა კლუბიდან. დღეს ვარჩევ შესაფერის შეთავაზებას. გადაწყვეტილებას ნოემბრის ბოლომდე მივიღებ: ან გავაფორმებ კონტრაქტს კლუბთან ან დავასრულებ ფეხბურთელობაზე ოცნებას“ – აცხადებს ბოლტი NBC Sports-სთან კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ ბოლტმა რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა ავსტრალიურ კლუბ „სენტრალ კოსტ მარინერსში“ და ერთ-ერთ შეხვედრაში დუბლიც შეასრულა. თუმცა, მოგვიანებით დატოვა გუნდი, რადგან ვერ შეძლო კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება. ავსტრალიურ კლუბამდე, იამაიკელი „დორტმუნდის“ და ნორვეგიული „სტრიომსგოდსეტის“ შემადგენლობაში ვარჯიშობდა.

დატოვე კომენტარი