უსაინ ბოლტი ავსტრალიურ კლუბში სინჯებს გაივლის
ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა ახალი საფეხბურთო კლუბი იპოვნა, რომელშიც სინჯებს გაივლის. ეს კლუბია ავსტრალიური “სენტრალ კოსტ მარინერსი”, – იტყობინება სააგენტო AP. უფრო ადრე, რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერის დაწყების სურვილი გამოთქვა.
იამაიკელი “მარინერსში” ექვსი კვირის განმავლობაში დარჩება. ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას – ითამაშებს თუ არა ბოლტი ამ გუნდში. ამასთან, მხარეებმა უკვე შეათანხმეს მომავალი კონტრაქტი – თუ სინჯები წარმატებული იქნება, მძლეოსანს ხელფასის 70 პროცენტს კლუბი გადაუხდის, დანარჩენს – ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაცია.
31 წლის ბოლტი ადრე “დორტმუნდთან” ერთად ვარჯიშობდა, ასევე ამხანაგური მატჩი ჩაატარა ნორვეგიის “სტრიომსგოდსეტის” შემადგენლობაში.