USAID-მა ქართულ მხარეს ფაროსანასთან საბრძოლველად 10 005 ხაფანგი გადასცა
USAID-მა ქართულ მხარეს ფაროსანასთან საბრძოლველად 10 005 ხაფანგი გადასცა

USAID-მა ქართულ მხარეს ფაროსანას მოსაზიდი 10 005 ხაფანგი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხაფანგები ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით არის დამზადებული.

USAID-ის დახმარება დროულად ჩამოვიდა საქართველოში, სწორედ მაშინ როცა ფაროსანა კვლავ იწყებს გამოჩენას. მავნებლის დასამარცხებლად 3.5 მილიონი დოლარიდან პირველი ნაწილით შეძენილია ფაროსანას მოსაზიდი 10 005 ხაფანგი, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

ხაფანგები დამზადებულია ამერიკული კომპანია Trécé-ს მიერ ამერიკის სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რაც მონიტორინგის საუკეთესო საშუალებაა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბილ ლინგრენი ამბობს –  “კარგი საქმის კეთებას სიკეთე მოაქვს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აშშ-ს საელჩო ავრცელებს.