USAID-მა  ფაროსანასთან ბრძოლისთვის აბაშას პესტიციდების უსაფრთხო სისტემით აღჭურვილი ტრაქტორები გადასცა
USAID-მა ფაროსანასთან ბრძოლისთვის აბაშას პესტიციდების უსაფრთხო სისტემით აღჭურვილი ტრაქტორები გადასცა

USAID-მა აბაშას ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით პესტიციდების უსაფრთხო სისტემით აღჭურვილი ტრაქტორები გადასცა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა. სპეციალიზებული ტექნიკის და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი დაესწრო.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს რომ ვიმყოფები აბაშაში. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით ვეხმარებით ფაროსანასთან ბრძოლაში. სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ტექნიკა, მონიტორინგის სისტემა და აღჭურვილობა. დამატებით კიდევ გადავეცით 17 ახალი ტრაქტორი, რომელიც აღჭურვილია პესტიციდების გაფრქვევის უსაფრთხო სისტემით. ეს მავნებელი გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით რომ მისი სრული განადგურება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი“,-განაცხადა ელიზაბეთ რუდი -აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.