USAID-ის წარმომადგენელი - მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველა პარტიასთან, რათა 2024 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი
USAID-ის წარმომადგენელი - მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველა პარტიასთან, რათა 2024 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი

მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველა პარტიასთან, რათა 2024 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ განაცხადა.

USAID-ის წარმომადგენლის თქმით, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიის დაცვასა და შენარჩუნების უზრუნველყოფაში.

„ჩვენ ვიცით, რომ ღია, თავისუფალი, აყვავებული, დემოკრატიული საზოგადოება პუტინისა და კრემლისთვის სიგნალია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველა პარტიასთან, რათა 2024 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და უდავო. მავნებელ მოთამაშეებს ვერ შევუშლით ხელს დემოკრატიის შელახვის მცდელობაში, მაგრამ შეგვიძლია, დავიცვათ პროცესი, რათა არჩევნების შედეგი იყოს საქართველოს მოსახლეობის სურვილზე დაფუძნებული და ეჭვის ქვეშ არ დადგეს. სწორედ ამიტომ მხარს გიჭერთ დემოკრატიის დაცვასა და შენარჩუნების უზრუნველყოფაში, რა ძალისხმევაც არ უნდა დასჭირდეს ამას“, – განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.