USAID-ის წარმომადგენელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ხალხს, რომ მათ წვლილი შეიტანონ დემოკრატიის მშენებლობაში
USAID-ის წარმომადგენელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ხალხს, რომ მათ წვლილი შეიტანონ დემოკრატიის მშენებლობაში

ჩვენ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველასთან, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას, ამაში შედის არჩევნებიც. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და მიუკერძოებელი, – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის ბიუროში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.

ელჩის თქმით, USAID-ი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ხალხს, რომ მათ წვლილი შეიტანონ დემოკრატიის მშენებლობაში.

„სწორედ ამაში აქვს დიდი როლი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ისინი ეხმარებიან მოქალაქეებს, ყველას ხმა იყოს მიწვდენილი იქ, სადაც საჭიროა. ისინი წარმოადგენენ ფუნდამენტს მთელი დემოკრატიული საწყისებისა და დემოკრატიისა. ის ბრალდებები, რაც ჩვენდამი იყო ამ შემთხვევაში, არის სრულიად ყალბი და დეზინფორმაცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ხალხს, რომ მათ წვლილი შეიტანონ დემოკრატიის მშენებლობაში. ჩვენი სისტემა სწორედ ამ დემოკრატიის განვითარების დაცვისკენ არის მიმართული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და გაძლიერებას“, – განაცხადა ელჩმა.