USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი - არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია იცავენ და წარმოადგენენ ინტერესებს, რომ ქვეყანა წავიდეს დემოკრატიისკენ 
USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი - არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია იცავენ და წარმოადგენენ ინტერესებს, რომ ქვეყანა წავიდეს დემოკრატიისკენ 

არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც მედია, იცავენ და წარმოადგენენ ინტერესებს, რომ ქვეყანა წავიდეს დემოკრატიისკენ და სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ პასუხისმგებლობას, რომლის ფარგლებშიც იცავენ ადამიანის უფლებებს, – ამის შესახებ USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა განაცხადა.

როგორც ჯონ პენელმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, ეს კარგი პრეცედენტი არ არის.

„ვფიქრობ, ეს იქნება ცუდი პრეცედენტი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ის ეწინააღმდეგება დასავლურზე ორიენტირებული დემოკრატიების სტანდარტებს. სამოქალაქო საზოგადოება და მედია საქართველოში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და სამოქალაქო საზოგადოებაც და მედიაც, მსოფლიოს ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს იმ ინტერესთა მთელ რიგს, რომელიც მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წარმოადგენენ შშმ პირებს. ისინი იცავენ ბავშვებს ძალადობისგან. ისინი იცავენ ქალებს ოჯახური ძალადობისგან. ისინი ხელს უწყობენ უკეთესი ჯანმრთელობის დაცვას. ისინი ხელს უწყობენ ეკონომიკურ განვითარებას ფერმერთა ასოციაციებისა და ბიზნეს ასოციაციების მეშვეობით, ისინი ხელს უწყობენ ახალგაზრდების ჩართულობას. ასე რომ, თუ ამ კანონს მიიღებენ, ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება იმ ორგანიზაციებზე, რომელთა მომსახურება ბევრი ქართველისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პენელმა.