უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პეკინში მოქალაქეთა მოგზაურობის ისტორიით ინტერესდებიან

12:48, 16.02.2020

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პოლიცია მოსახლოებას ურეკავს და მათი მოგზაურობის ისტორიის შესახებ იღებს ინფორმაციას. გარდა ამისა, პოლიციელები მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობითაც ინტერესდებიან.

ბოლო 24 საათში ჩინეთში ახალი კორონავირუსით 142 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, მთელს მსოფლიოში კორონავირუსითი 1 669 ადამიანია გარდაცვლილი.

ჩინეთში ვირუსის 68 500, მთელს მსოფლიოში კი, 69 000 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი