ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვასკესი ფილტვის კიბოს დიაგნოზით დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ურუგვაის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლუის ლაკალე პოუმ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადა. მისი თქმით, ვასკესი თავის ქვეყანას ემსახურებოდა და თავდაუზოგავად მუშაობდა მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად.

ტაბარე ვასკესი საკუთარ სახლში, ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის შვილმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ოჯახის სახელით ალვარო ვასკესმა ურუგვაელებს წლების განმავლობაში მიღებული სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

ტაბარე ვასკესი ურუგვაის პრეზიდენტი ორჯერ – 2005-2010 და 2015-2020 წლებში იყო.