ურუგვაის ნაკრებში ლუის სუარესი არ გამოიძახეს
ურუგვაის ნაკრებში ლუის სუარესი არ გამოიძახეს

ურუგვაის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მექსიკასთან ამხანაგური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

სიაში არიან ლეგიონერები, რომლებსაც მოგვიანებით ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები შეუერთდებიან.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთა რიგებში მთავარი სიახლე ის არის, რომ ნაკრებში არ არის გამოძახებული „ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ურუგვაის ნაკრები დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა. მისი შემცვლელი ჯერ არ მოუძებნიათ და ნაკრებს ქვეყნის ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი ფაბიან კოიტო წვრთნის.

7 სექტემბერს ურუგვაის ნაკრები ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში მექსიკას შეხვდება.