ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველმა მატიას ვესინომ ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. ამ დაზიანების გამო, მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი „კოპა ამერიკას“ ბოლომდე ვეღარ დაეხმარება თავის გუნდს.
ვესინომ ტრავმა ეკვადორთან მატჩში მიიღო, რომელიც ურუგვაიმ დიდი ანგარიშით მოიგო – 4:0. ნახევარმცველი 83-ე წუთზე შეცვალეს მარჯვენა ბარძაყის ტრავმის გამო. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ 27 წლის ვესინო გამოტოვებს ტურნირის დარჩენილ ნაწილს.
21 ივნისს, ურუგვაი იაპონიის ნაკრებს შეხვდება.
2018-2019 წლების სეზონზე ვესინომ „ინტერში“ 40 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.