ურუგვაის ნაკრების მწვრთნელმა კოპა ამერიკისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ურუგვაის ნაკრების მწვრთნელმა კოპა ამერიკისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ 2024 წლის კოპა ამერიკისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

ბიელსას სიაში 26 ფეხბურთელი მოხვდა. ურუგვაელებმა კონტინენტის პირველობისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ორი ამხანაგური მატჩი უკვე ჩაატარეს, მექსიკას 4:0 მოუგეს, ხოლო კოსტა რიკასთან ნულოვანი ფრე ითამაშეს.

კოპა ამერიკაზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი C ჯგუფში აშშ-თან, ბოლივიასა და პანამასთან ერთად ითამაშებს.

ურუგვაის ნაკრების განაცხადი:

მეკარეები: სერხიო როჩეტი (ინტერნასიონალი), სანტიაგო მელე (ატლეტიკო ჯუნიორი), ფრანკო ისრაელი (სპორტინგი).

მცველები: რონალდ არაუხო (ბარსელონა), ხოსე მარია ხიმენესი (ატლეტიკო მადრიდი), სებასტიან კასერესი (კლუბ ამერიკა), ნიკოლას მარიშალი (დინამო მოსკოვი), მატიას ოლივერა (ნაპოლი), ლუკას ოლასა (კრასნოდარი), მატიას ვინია (ფლამენგო), გუილერმო ვარელა (ფლამენგო).

ნახევარმცველები: მანუელ უგარტე (პსჟ), როდრიგო ბენტანკური (ტოტენჰემი), ფედერიკო ვალვერდე (რეალ მადრიდი), ემილიანო მარტინესი (მიდტიულანდი), ნიკოლას დე ლა კრუზი (ფლამენგო), ჯორჯიან დე არასკაეტე (ფლამენგო).

თავდამსხმელები: ლუის სუარესი (ინტერ მაიამი), დარვინ ნუნიესი (ლივერპული), აუგუსტინ კანობიო (ატლეტიკო პარანაენსე), ბრიან როდრიგესი (კლუბ ამერიკა), ბრიან ოკამპო (კადისი), ფაკუნდო პელისტრი (მანჩესტერ იუნაიტედი), მასიმილიანო არაუხო (ტოლუკა), კრისტიან ოლივეირა (ლოს ანჯელესი).