ურსულა ფონდ დერ ლაიენი - ევროკავშირი არ აპირებს ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, ვიდრე თეირანის მხრიდან რეალურ ნაბიჯებს არ დაინახავს
ურსულა ფონდ დერ ლაიენი - ევროკავშირი არ აპირებს ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, ვიდრე თეირანის მხრიდან რეალურ ნაბიჯებს არ დაინახავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი არ აპირებს ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, ვიდრე თეირანის მხრიდან რეალურ ნაბიჯებს არ დაინახავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა​ ევიან ლე ბენში „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ, პირველ ყოვლისა, თეირანმა უარი უნდა თქვას „მასობრივი განადგურების იარაღზე“ და დაიცვას ადამიანის უფლებები.

„ირანის წინააღმდეგ სანქციების ორი მექანიზმი გვაქვს, რომლებიც დაკავშირებულია ორ პრობლემასთან: ადამიანის უფლებების დარღვევებთან და მასობრივი განადგურების იარაღთან. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ირანის ქცევის რეალურ ცვლილებას თითოეული ამ მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სანქციების გაუქმება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სანქციები მიმართულია „ქცევის შეცვლისკენ“, ამიტომ მათი გაუქმება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ეს ქცევა შეიცვლება.