ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, მათ ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები, ასევე ბაქოში გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„პრეზიდენტ ალიევთან სატელეფონო საუბრისას განვიხილეთ ევროკავშირ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობა სტაბილურ სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ მოქმედებები განაღმვითი სამუშაოების მხარდასაჭერად. ასევე განვიხილეთ, როგორ უნდა ჩატარდეს წარმატებულად გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენცია ბაქოში“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.