ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

23:22, 11.09.2026

კონკურენციის საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარი სტეფანი იონ-კურტენი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ევროპარლამენტარი „ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად“ აფასებს ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ კოსმოსური შეთანხმების ღიად მხარდაჭერას, რომელიც კონკურენციის შემოწმებას ელოდება.

პარიზში, კოსმოსური სამიტის ფარგლებში გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბლოკის წამყვანი თანამგზავრების კომპანიების მიერ დაგეგმილ 6.5 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივ საწარმოს ინდუსტრიულ ლიდერად მიიჩნევს და ბლოკმა მომავლის კოსმოსურ ეკონომიკაში ლიდერობა უნდა დაიკავოს. მისმა განცხადებებს მკაცრი საყვედური მოჰყვა ევროპარლამენტის ლიბერალი წევრის, სტეფანი იონ-კურტენის მხრიდან, რომელმაც ევროპარლამენტის ბოლო ყოველწლიური კონკურენციის ანგარიში წარადგინა.

„მედიის მიერ გაშუქებულ კონფერენციაზე შერწყმის მხარდაჭერა ყოველგვარი არსებითი განხილვის გარეშე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და გადაცდომაა“, – დაწერა ფრანგმა ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში.

ფონ დერ ლაიენი გულისხმობდა „პროექტ ბრომოს“, თანამგზავრების მწარმოებელ კომპანიების – Airbus-ის, Leonardo-სა და Thales-ის ერთობლივ საწარმოს, რომელიც, სულ მცირე, ნაწილობრივ კონკურენციას გაუწევს Starlink-ის თანამგზავრულ-ინტერნეტ სერვისს, რომელსაც ილონ მასკის SpaceX მართავს და რომლის ღირებულება დაახლოებით ორი ტრილიონი დოლარია.

მსგავსი