ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართვის ტექსტში ცვლილებასთან დაკავშირებით, ევროკომისიაში განმარტება გაკეთდა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართვის ტექსტში ცვლილებასთან დაკავშირებით, ევროკომისიაში განმარტება გააკეთეს. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილემ, დანა სპინანტმა აღნიშნა, ურსულა ფონ დერ ლაიენის თადაპირველი მიმართვა შეიცავდა უზუსტობებს ციფრებში.
კერძოდ, მისი განმარტებით, უკრაინის დანაკარგის შესახებ მოყვანილი მონაცემი გულისხმობდა მოკლულსა და დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს.
„მადლობა მათ, ვინც მიუთითა უზუსტობაზე ვიდეოს წინა ვერსიაში ციფრებთან დაკავშირებით. გამოყენებული შეფასება გარე წყაროებიდან ეხებოდა როგორც მოკლულებს, ისე დაშავებულებს და მიმართული იყო რუსეთის სისასტიკის საჩვენებლად“, – წერს დანა სპინანტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში 100 ათასი სამხედრო და 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა, თუმცა მოგვიანებით ევროკომისიის ვებგვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადების ტექსტი დარედაქტირდა. კერძოდ, ტექსტიდან ამოიღეს სამოქალაქო პირებისა და სამხედროების დანაკარგის შესახებ მონაცემები, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კი ვიდეომიმართვის ახალი ვერსია დაიდო.
Many thanks to those who pointed out the inaccuracy regarding the figures in a previous version of this video.
The estimation used, from external sources, should have referred to casualties, i.e. both killed and injured, and was meant to show Russia‘s brutality. https://t.co/GesDe7bK8v
— Dana Spinant (@DanaSpinant) November 30, 2022