ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა
ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს.

„წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ ევროკავშირის გაძლიერებულ, გახანგრძლივებულ სანქციებზე კრემლის წინააღმდეგ. მივესალმები ამას. ეს მოსკოვისთვის ძლიერი გზავნილია: ჩვენ შევინარჩუნებთ ძლიერ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ახალი სანქციები ითვალისწინებს რუსული ოქროს შესყიდვის, იმპორტის ტრანსპორტირების აკრძალვას, მათ შორის მესამე ქვეყნების გავლით.

აკრძალვა საიუველირო ნაწარმზეც ვრცელდება. გაფართოვდება ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სია, რომელზეც საექსპორტო შეზღუდვები ვრცელდება. ასევე გაფართოვდება იმ პირთა „შავი სია“, რომელთა წინააღმდეგ პერსონალური სანქციებია დაწესებული.