ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის გამო, ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინას 70 მილიონ ევროს გამოუყოფს
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის გამო, ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინას 70 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის გამო ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდაჭერის სახით 70 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საარევოში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ვხედავ, რომ რუსეთი არა მხოლოდ აწარმოებს ომს უკრიანის წინააღმდეგ, არამედ ენერგეტიკულ სფეროშიც. ენერგეტიკული პრობლემები აზარალებს მოწყვლად ოჯახებს, ასევე ბიზნესს, მცირე და საშუალო საწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა. შესაბამისად, მე მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ გამოვყოფთ დასავლეთ ბალკანეთისთვის ენრგოუსაფრთხოების პაკეტს. ის მოიცავს მხარდაჭერის სახით 70 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაინემა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 500 მილიონ ევროს გამოყოფს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭოს ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მკაფიო პოლიტიკური განაცხადი. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ქვეყანას რეფორმებში და მის გვერდით იდგება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სვლის პროცესში.

„თქვენ ხართ ევროპის ნაწილი, თქვენ ევროკავშირს მიეკუთვნებით. ძალიან ემოციური იყო ევროკავშირის დროშის ხილვა სარაევოს სამ ღირსშესანიშნავ მონუმენტზე, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის აღსანიშნავად. ეს არის თქვენი წარმატება, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ, რადგან ჩვენი დროშა იქნება თქვენიც. ის ამ ქვეყანას ეკუთვნის. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დღეს აქ. ეს არის, რისი თქმაც მინდოდა ბოსნია-ჰრეცოგოვინის ყველა მოქალაქისთვის. თქვენ ხართ ევროკავშირის მომავალი. თქვენი მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.