ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვგმობ საუდის არაბეთზე „ჰუსიტების“ თავდასხმას, ირანის მარიონეტული ძალებისგან დაუსრულებელი თავდასხმების ფონზე, სოლიდარობას ვუცხადებთ სპარსეთის ყურის რეგიონში ჩვენს პარტნიორებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გმობს იემენელი „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე თავდასხმას და სპარსეთის ყურეში პარტნიორ ქვეყნებს სოლიდარობას უცხადებს.
„ვგმობ საუდის არაბეთზე „ჰუსიტების“ თავდასხმას. სოლიდარობას ვუცხადებთ სპარსეთის ყურის რეგიონში ჩვენს პარტნიორებს ირანის მარიონეტული ძალების მხრიდან განხორციელებული დაუსრულებელი თავდასხმების ფონზე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ დასავლური ქვეყნები ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების დასამკვიდრებლად მუშაობას გააგრძელებენ. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფა აუცილებელია.
„ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო და თავისუფალი ნაოსნობისთვის, ასევე, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
მანამდე, იემენელმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ სამხრეთ-დასავლეთ საუდის არაბეთში საჰაერო ბაზას თავს დაესხნენ.
I condemn the Houthi attack against Saudi Arabia.
We stand in solidarity with our Gulf partners in the face of relentless attacks by Iran’s proxies.
We will continue working with our partners for safe, free navigation through the Strait of Hormuz and for stability in the Middle East.
We all have a stake in this.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) September 14, 2026