ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვერ ვპოულობ გამართლებას, თუ როგორ მომექცნენ თურქეთში, უნდა დავასკვნა, რომ ეს მოხდა, რადგან ქალი ვარ
ვერ ვპოულობ ვერანაირ გამართლებას, თუ როგორ მომექცნენ თურქეთში და უნდა დავასკვნა, რომ ეს მოხდა, რადგან ქალი ვარ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„მე ვიგრძენი წყენა და თავს მარტოდ ვგრძნობდი, როგორც ქალი და როგორც ევროპელი“, – თქვა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა.
სამი კვირის წინ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ევროკავშირის ლიდერების სტუმრობისას, ურსულა ფონ დერ ლაიენი სკამის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მას დივანზე დაჯდომა მოუწია.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში მისმა ვიზიტმა აჩვენა, რამდენად შორი გზაა გასავლელი, ვიდრე ქალებს თანასწორად მოექცევიან. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ჰქონდა საპასუხო რეაქციის პრივილეგია, მაშინ, როდესაც მილიონობით ქალს ეს არ შეუძლია.