ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას, დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის

12:26, 24.08.2026

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ისი თქმით, უკრაინის დასახმარებლად 6.1 მილიარდი ევრო გამოიყოფა.

„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტებისთვის, საბრძოლო მასალისა და რადარებისთვის, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. ევროპა თქვენ გვერდით დგას დღეს, ხვალ და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი და უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლურად მათ ენაზე ულოცავს.

მსგავსი