ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურად პოზიტიურ გადაწყვეტილებას“, – წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა მოუწოდა აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად უყარონ კენჭი კანონპროექტს.
„ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად“, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.
I welcome the overwhelming positive vote by the US House of Representatives.
Ukraine deserves all the support it can get against Russia.
Now, we are asking the US Senate to vote as quickly as possible as lives are at stake.
Transatlantic allies are united in support for…
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 20, 2024