ურსულა ფონ დერ ლაიენი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, მოვუწოდებთ მთავრობას, განაახლოს მხარდაჭერა ევროკავშირის მისწრაფებებისადმი
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განაახლოს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.
„ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, განაახლოს მხარდაჭერა ევროკავშირის მისწრაფებებისადმი“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
The Georgian people overwhelmingly want to join the EU.
But the law on foreign influence transparency goes against core principles & values of the EU, negatively impacting Georgia’s EU path.
We’re considering all options & urge the government to recommit to the EU aspirations.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 28, 2024