ურსულა ფონ დერ ლაიენი – სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას

11:57, 05.05.2026

უკრაინიდან ირანამდე დაძაბულობა მძვინვარებს, სამხრეთ კავკასიაში ვითარება განსხვავებულია, ძველი ჭრილობები ხორცდება და ევროპას მშვიდობის ხელშეწყობა სურს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში მიმდინარე სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტზე განაცხადა.

ამასთან, ევროკომიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას. როგორც მან აღნიშნა, გზა ადრე დაკეტილი იყო, მაგრამ ახლა, სომხეთის თამამი გადაწყვეტილების წყალობით, ვითარება შეიცვალა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სომხეთს შეუძლია, რეგიონული ცენტრი და გზაჯვარედინი გახდეს.

ევროკომისიის პრეზიდენტის მტკიცებით, თავის მხრივ, ევროპა მზად არის, ხელი შეუწყოს, მათ შორის ფიზიკურად, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კავშირებს.

მსგავსი