ურსულა ფონ დერ ლაიენი - შუმანის დეკლარაცია იყო პირველი ნაბიჯი ევროკავშირისკენ, ეს იყო მშვიდობის და კეთილდღეობის ხანგრძლივი ეპოქის დასაწყისი, ევროპა რჩება სტაბილურობის საყრდენად ცვალებად მსოფლიოში
შუმანის დეკლარაცია იყო პირველი ნაბიჯი ჩვენი ევროკავშირისკენ და ეს იყო ჩვენს ისტორიაში კეთილდღეობისა და მშვიდობის ყველაზე ხანგრძლივი ეპოქის დასაწყისი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს, გლობალური გაურკვევლობის პირობებშიც კი, ევროპა რჩება სტაბილურობის საყრდენად ცვალებად მსოფლიოში.
„ზუსტად 75 წლის წინ შორსმჭვრეტელი ლიდერი გამოვიდა ევროპის გაერთიანების იდეით. შუმანის დეკლარაცია იყო პირველი ნაბიჯი ჩვენი ევროკავშირისკენ და ეს იყო ჩვენს ისტორიაში კეთლდღეობისა და მშვიდობის ყველაზე ხანგრძლივი ეპოქის დასაწყისი. დღეს, გლობალური გაურკვევლობის პირობებშიც კი, ევროპა რჩება სტაბილურობის საყრდენად ცვალებად მსოფლიოში. ჩვენ 27 ქვეყნისა და 450 მილიონი ადამიანის უნიკალური დემოკრატია ვართ. ჩვენ გვაქვს მტკიცე და დინამკური ეკონომიკა, ასევე სუფთა ჰაერი, უფასო სკოლები და სიტყვის თავისუფლება. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლის დონე გვაქვს. ჩვენ ვართ იმდენად მიმზიდველი, რომ 12 ქვეყანა ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად მომლოდინეთა სიაშია. შუმანის დეკლარაციის ხელმოწერიდან 75 წლის შემდეგ ევროპა მეტია, ვიდრე კავშირი, ის ჩვენი სახლია და ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ მისით. ასე რომ, დღეგრძელობა ევროპას და გილოცავთ ევროპის დღეს“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.