ურსულა ფონ დერ ლაიენი – შემიძლია, გამოვაცხადო ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტი, ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპის ბაზართან, რასაც შუა დერეფანს ვუწოდებთ

12:16, 16.09.2026

დღეს შემიძლია, გამოვაცხადო ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტი, ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპის ბაზართან, რასაც ჩვენ შუა დერეფანს ვუწოდებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა მიმდინარე წელს არაერთ ქვეყანასთან გააფორმა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიზანია, 2030 წლისთვის მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და ტვირთების ტრანზიტის დროის შემცირება.

„წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ინდოეთთან, მერკოსურის ქვეყნებთან, მექსიკასთან, ავსტრალიასთან და ინდონეზიასთან. ახლა ჩვენ გვაქვს სავაჭრო შეთანხმებები ოთხმოცზე მეტ ქვეყანასთან, მსოფლიოში ყველაზე მეტთან. და ბიზნესი ჩვენგან მეტს ითხოვს. დღეს შემიძლია, გამოვაცხადო ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტი. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპის ბაზართან, რასაც ჩვენ შუა დერეფანს ვუწოდებთ. Global Gateway-ის (ევროკავშირის საერთაშორისო საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული ინიციატივა) მეშვეობით, ჩვენ ვისწრაფვით თორმეტ მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციების მოზიდვისკენ. ჩვენი მიზანია მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და ტვირთების ტრანზიტის დროის შემცირება 2030 წლისთვის. ამის რეალობად ქცევისთვის, ჩვენ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად რეგიონული კავშირის სამიტს მოვაწყობთ“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი