ურსულა ფონ დერ ლაიენი – შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელმა შეიძლება, უზრუნველყოს საქართველოს ინტეგრაცია ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს
შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელმა შეიძლება, უზრუნველყოს საქართველოს ინტეგრაცია ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი ახალი გადამცემი ხაზი და შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია.
„შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი ახალი გადამცემი ხაზი და შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია. მან შეიძლება, საქართველოს ინტეგრაცია უზრუნველყოს ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს – დასავლეთ ბალკანეთს, მოლდოვასა და, რა თქმა უნდა, უკრაინას. მოდით, ერთად ვიმუშაოთ და რეალობად ვაქციოთ ეს ინიციატივა“, – წერს უსრულა ფონ დერ ლაიენი.
The Black Sea electric cable is a new transmission route full of opportunities.
It could integrate Georgia to our electricity market and bring electricity to our neighbours in the Western Balkans, Moldova and of course Ukraine.
Let’s work together to make it real. pic.twitter.com/rDRYDIHYJL
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 17, 2022