ურსულა ფონ დერ ლაიენი - სამოქალაქო პირებით სავსე საავადმყოფოზე დარტყმას გამართლება არ აქვს, ყველა ფაქტი უნდა დადგინდეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ
ურსულა ფონ დერ ლაიენი - სამოქალაქო პირებით სავსე საავადმყოფოზე დარტყმას გამართლება არ აქვს, ყველა ფაქტი უნდა დადგინდეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ღაზაში საავადმყოფოზე განხორციელებულ დარტყმასთან დაკავშირებით ყველა ფაქტი უნდა დადგინდეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წუხელ აზრს მოკლებულმა ტრაგედიამ ყველა ჩვენგანი შეძრა. ღაზაში საავადმყოფო, რომელსაც ასობით დაშავებული აფარებდა თავს, ცეცხლის ჯოჯოხეთად იქცა. ალ-აჰლის საავადმყოფოდან ნანახი კადრები შემაძრწუნებელი და საშინელია. სამოქალაქო პირებით სავსე საავადმყოფოზე დარტყმის განხორციელებას გამართლება არ აქვს. ყველა ფაქტი უნდა დადგინდეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ. ამ ტრაგიკულ მომენტში, ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა ამ ომის რისხვისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.