ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავის წინა დღეს ჩვენს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღვმართეთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის გულში, სადაც მისი ადგილია
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის გასვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილი იქნება.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბრიუსელში, ევროკომისიის შტაბ-ბინაში ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის დროშაა აღმართული.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავის წინა დღეს ჩვენს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღვმართეთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის გულში, სადაც მისი ადგილია. ერთ დღეს უკრაინა უსაფრთხოდ იქნება. უკრაინა თავისუფალი იქნება. უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
On the eve of the 4th anniversary of Russia’s full-scale war, we raise the Ukrainian flag at our headquarters.
So it can fly proudly at the heart of our Union, where it belongs.
One day Ukraine will be safe.
Ukraine will be free.
Ukraine will be part of our European family. pic.twitter.com/Kftyl579lm
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 23, 2026