ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის მხრიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ან მათი მეზობლების მიმართ ახალი აგრესიისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ბრიუსელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს

რუსეთის მხრიდან ევროკავშირის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს ან მათი მეზობლების, მაგალითად უკრაინის მიმართ ახალი აგრესიისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევის შემთხვევაში ბრიუსელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

ფონ დერ ლაიენმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან ძალების მობილიზაციის გამო რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა.

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინაშე. ჩვენ ვუპასუხებთ ნებისმიერ შემდეგ აგრესიას არსებული სანქციების გაძლიერებით. მზად ვართ, პარტნიორებთან კოორდინაციით მივიღოთ დამატებითი შემზღუდავი ზომებიც“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს განცხადება რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბრის დაწყებამდე გააკეთა.

დატოვე კომენტარი