ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთის დაუნდობელი დაბომბვების მორიგ ღამეს უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩეველი თავდასხმები
რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩეველი თავდასხმები, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ევროკომოსიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთი უნდა შეუერთდეს მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს.
„რუსეთის დაუნდობელი დაბომბვების მორიგ ღამეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ. ასევე, კიევში, ევროკავშირის დელეგაციაზე განხორციელდა დარტყმა. ჩვენი დელეგაციის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩეველი თავდასხმები და შეუერთდეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.
Another night of Russia’s relentless bombings struck civilian infrastructure and killed innocents.
It also hit our EU Delegation in Kyiv. Our Delegation staff is safe.
Russia must stop its indiscriminatory attacks on civilian infrastructure immediately and join negotiations for…
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 28, 2025