ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგს ხვდება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს ხვდება.
შეხვედრა ბრიუსელში, ევროკომისიის შენობაში მიმდინარეობს.
ლაიენი და კელოგი, სავარაუდოდ, უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ.
პარალელურად, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს საუდის არაბეთში ხვდებიან, სადაც მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია. რუსეთი კი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრის შედეგად აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებას შეძლებს.