ურსულა ფონ დერ ლაიენი – რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბრეხერი თავისუფალი არიან, სხვებიც უნდა გათავისუფლდნენ, დაე, ეს იყოს ახალი ეტაპი ისრაელელი და პალესტინელი ხალხისთვის
რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბრეხერი თავისუფალი არიან, სხვებიც უნდა გათავისუფლდნენ, დაე, ეს იყოს ახალი ეტაპი ისრაელელი და პალესტინელი ხალხისთვის, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი სამი მძევალის გათავისუფლებას.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, ევროპა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას.
„რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბრეხერი თავისუფალი არიან. სხვებიც უნდა გათავისუფლდნენ. მძევლების ოჯახებთან დაბრუნება ჩვენს გულებს იმედით ავსებს. დაე, ეს იყოს ახალი ეტაპი ისრაელელი და პალესტინელი ხალხისთვის. ცეცხლის შეწყვეტა უნდა შენარჩუნდეს, ევროპა ამას მხარს დაუჭერს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„ჰამასის“ ტყვეობიდან სამი მძევალი გათავისუფლდა. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ გათავისუფლებული სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წითელმა ჯვარმა სამივე მძევალი გადასცა სამხედროებს.
Romi Gonen, Emily Damari & Doron Steinbrecher are free. Others must follow.
Seeing the hostages‘ reunion with their families fills our hearts with hope.
Let it be the start of a new chapter for Israel and the Palestinian people.
The ceasefire must hold.
Europe will support it
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) January 19, 2025