ურსულა ფონ დერ ლაიენი – პრაიდის კვირეული სიყვარულის, გამბედაობისა და ერთიანობის ზეიმია, ბევრს ვმუშაობთ, რომ ევროპა იყოს სივრცე, სადაც ყველას შეუძლია, იცხოვროს თავისუფლად, ღიად
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და ერთიანობის აღნიშვნაა.
„პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და ერთიანობის ზეიმია.
და წლის ყოველ დღეს ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევროპა იყოს სივრცე, სადაც ყველას შეუძლია, იცხოვროს თავისუფლად, ღიად და ავთენტურად“, – წერს სოციალურ ქსელ „იქსში“ ევროკომისიის პრეზიდენტი.
The @EU_Commission is PROUD🌈
Pride week is a celebration of love, identity, courage and community.
And every day of the year, we work hard to make Europe a space where everyone can live freely, openly, authentically. pic.twitter.com/wAcDCFhIDG
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 13, 2026