ურსულა ფონ დერ ლაიენი - პოლონეთმა და უნგრეთმა ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტზე ვეტოს დადების ნაცვლად, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს უნდა მიმართონ
ურსულა ფონ დერ ლაიენი - პოლონეთმა და უნგრეთმა ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტზე ვეტოს დადების ნაცვლად, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს უნდა მიმართონ

პოლონეთმა და უნგრეთმა ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტზე ვეტოს დადების ნაცვლად, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს უნდა მიმართონ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, პოლონეთმა და უნგრეთმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს უნდა მიმართონ, რათა განსაზღვრონ ურთიერთკავშირი ევროკავშირისგან თანხების მიღებასა და კანონის უზენაესობის დაცვას შორის.

მისივე განცხადებით, ამის ნაცვლად, უნგრეთი და პოლონეთი ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტს ვეტოს ადებენ, რომელიც პანდემიის შემდგომ აღდგენის გეგმასაც მოიცავს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წესი, რომლის მიხედვითაც, დაფინანსება იმ ქვყენებს გადაცემა, რომლებიც კანონის უზენაესობას იცავენ, მხოლოდ ევროკავშირის საბიუჯეტო სახსრების დასაცავად იქნება გამოყენებული.

„ჩვენ აქ ვსაუბრობთ კანონის უზენაესობის დარღვევაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშრის ბიუჯეტს და მხოლოდ ამაზე. ძალიან რთულია, წარმოიდგინო ევროპაში რომელიმე ქვეყანა, რომელსაც შესაძლოა, ამ პრინციპის საწინააღმდეგო მოსაზრება ჰქონდეს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.