ურსულა ფონ დერ ლაიენი – ომის დაწყებიდან მეათედ ვარ კიევში იმის დასადასტურებლად, რომ ევროპა ურყევად დგას უკრაინის გვერდით, არ დავნებდებით, ვიდრე მშვიდობა არ აღდგება, მშვიდობა უკრაინის პირობებით
უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა.
როგორც ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ომის დაწყების შემდეგ ის კიევში მეათედ იმყოფება.
„ომის დაწყებიდან უკვე მეათედ ვარ კიევში იმის დასადასტურებლად, რომ ევროპა ურყევად დგას უკრაინის გვერდით, ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით და ამ მძიმე ზამთარის განმავლობაში; იმის ხაზგასასმელად, რომ უკრაინის სამართლიანი ბრძოლის მიმართ ჩვენი ვალდებულება უცვლელია და იმისთვის, რომ გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე აგრესორს: ჩვენ არ დავნებდებით, ვიდრე მშვიდობა არ აღდგება. მშვიდობა უკრაინის პირობებით“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
In Kyiv for the tenth time since the start of the war.
To reaffirm that Europe stands unwaveringly with Ukraine, financially, militarily, and through this harsh winter.
To underscore our enduring commitment to Ukraine’s just fight.
And to send a clear message to the Ukrainian… pic.twitter.com/iULkEQji16
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 24, 2026