ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე, შენს გადაწყვეტილებას შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ გამარჯვებას ეხმაურებიან.
მათი თქმით, მოლდოვამ ევროპა და დემოკრატია აირჩია.
როგორც ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ევროკავშირი მოლდოვის გვერდით დგას.
„მოლდოველმა ხალხმა საკუთარი აზრი გამოთქვა და მათი გზავნილი ხმამაღალი და ნათელია. რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად, მათ დემოკრატია, რეფორმები და ევროპული მომავალი აირჩიეს. ევროკავშირი მოლდოვის გვერდით დგას, გზის ყოველ ნაბიჯზე“, – წერს ანტონიუ კოშტა.
საპარალამენტო არჩევნებზე სოციალურ ქსელში დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. მისი თქმით, მოლდოვის გადაწყვეტილება შიშისა და უთანხმოების დათესვის ვერცერთმა მცდელობამ ვერ შეარყია.
„მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შენს გადაწყვეტილებას შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს. შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა, დემოკრატია, თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ შენ გვერდით დავდგებით ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.03 პროცენტით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს, 24.26 პროცენტით. ბარიერი გადალახა და 7.99 პროცენტით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“ დედაქალაქის მერის ხელმძღვანელობით. „ჩვენი პარტია“ 6.21 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტიაა 5.63 პროცენტით.
🇲🇩 Moldova, you’ve done it again.
⁰No attempt to sow fear or division could break your resolve.You made your choice clear:
⁰Europe. Democracy. Freedom.Our door is open. And we will stand with you every step of the way.⁰
The future is yours.— Ursula von der Leyen (@vonderleyen) September 29, 2025
The people of Moldova have spoken and their message is loud and clear.
They chose democracy, reform, and a European future, in the face of pressure and interference from Russia
The EU stands with Moldova. Every step of the way. 🇲🇩🇪🇺 pic.twitter.com/ceYdXjt0O7
— António Costa (@eucopresident) September 29, 2025