ურსულა ფონ დერ ლაიენი - მკაცრად ვგმობ უკრაინაზე ბარბაროსულ თავდასხმებს, ეს ომის დანაშაულია, ჩვენ არ დავისვენებთ, ვიდრე უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მკაცრად ვგმობ უკრაინაზე ბარბაროსულ თავდასხმებს, ეს ომის დანაშაულია, ჩვენ არ დავისვენებთ, ვიდრე უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს

მკაცრად ვგმობ ბარბაროსულ თავდასხმებს უკრაინაზე, ეს ომის დანაშაულია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე პუტინის ბარბაროსული, ტერორისტული თავდასხმების შედეგად, უკრაინის მოსახლეობა ზამთარს ელექტროენერგიის გარეშე ხვდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხდებით, პუტინის ქმედებების შედეგად, ბავშვები, მშობლები და მოხუცები სიბნელეში იყინებიან.

„ისიც ვიცი, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრები ამას გადალახავენ, რადგან ისინი ძლიერები არიან და მათი გზა სამართლიანია. ჩვენ, ევროკავშირი, ვდგავართ მათ გვერდით ამ ძალიან რთულ დროს და ამას გავაკეთებთ, ვიდრე საჭირო იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე. დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ გლობალურ ზღვარს რუსული ნავთობის ფასების დონეზე, „დიდ შვიდეულთან“, ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ არ დავისვენებთ, ვიდრე უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.