ურსულა ფონ დერ ლაიენი - კრემლი კვლავაც დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს, ევროპა უკრაინის გვერდით დგას
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა.
„გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. სამიზნედ აქცია როგორც მთავრობის შენობები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები. კრემლი კვლავაც დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს. ევროპა დგას და მომავალშიც მტკიცედ დაუდგება უკრაინას გვერდით.
ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ვაშენებთ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს და ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გასაზრდელად. მკვლელობები უნდა დასრულდეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.