ურსულა ფონ დერ ლაიენი – კარგია, რომ აბუ დაბიში ევროპელები არიან წარმოდგენილი როგორც ჩვენი ინტერესების დასაცავად, ისე ზელენსკის თხოვნის საფუძველზე, ევროკავშრი მუშაობს სანქციების ახალ პაკეტზე
მივესალმებით აბუ დაბიში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. კარგია, რომ იქ ევროპელები არიან წარმოდგენილნი როგორც ჩვენი ინტერესების დასაცავად, ისე პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნის საფუძველზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშრის მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე.
„დიდი მოლოდინით ველით ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებასა (EPC) და ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრას აქ, დუბლინში. განვიხილავთ მრავალ საკითხს, მათ შორის, პარალელურად, აბუ დაბიში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსაც. მივესალმებით აბუ დაბიში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. კარგია, რომ ევროპელები იქ წარმოდგენილნი არიან როგორც ჩვენი ინტერესების დასაცავად, ისე პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნის საფუძველზე. მან ითხოვა, რომ ევროპელებს მხარი დაეჭირათ მისთვის ამ მოლაპარაკებებში. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, იქნება ეს ომის თუ მშვიდობის პერიოდში. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ისიც, რომ ვამზადებთ სანქციების ოცდამეორე პაკეტს. ამასთან, ევროკომისია ამზადებს წინადადებას, თუ როგორ დაფინანსდეს უკრაინის ფინანსური საჭიროებები 2027 წელს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.