ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელსა და პალესტინურ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.
„მივესალმები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ადგილობრივი დროით, ღამის 02:00 საათზე შევიდა ძალაში. ორივე მხარეს მოვუწოდებ კონსოლიდაციისკენ და გრძელვადიან პერსპექტივაში სიტუაციის სტაბილიზაციისკენ. მხოლოდ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ისრაელმა და მოძრაობა „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 20 მაისს განაცხადეს. შეთანხმების ინიციატორი ეგვიპტე იყო.
I welcome the cease-fire that came into force today at 2am between Israel and Hamas.
I urge both sides to consolidate it and stabilise the situation in the long term.
Only a political solution will bring lasting peace and security to all.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 21, 2021