ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღრმა სინანულს გამოვხატავ აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, დააწესოს საბაჟო გადასახადი ევროკავშირის ავტოსაექსპორტო საქონელზე, საბაჟო გადასახადები საზიანოა ბიზნესისთვის
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღრმა სინანულს გამოვხატავ აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, დააწესოს საბაჟო გადასახადი ევროკავშირის ავტოსაექსპორტო საქონელზე, საბაჟო გადასახადები საზიანოა ბიზნესისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 25%-იანი ტარიფები დაწესდა იმ ავტომობილებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში არ არის დამზადებული.

ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ევროკომისიის პრეზიენტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო.

„ტარიფები არის გადასახადები – საზიანო ბიზნესისთვის, კიდევ უფრო საზიანო მომხმარებლებისთვის, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროკავშირში. ევროკავშირი გააგრძელებს მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტილებების ძიებას, რის პარალელურადაც დაიცავს თავის ეკონომიკურ ინტერესებს“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.