ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასახულ მიზანს მიაღწია
ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკმარისი დოზა მიაწოდა, რათა შესრულდეს მიზანი, რომელიც გაერთიანებაში ზრდასრული ადამიანების არანაკლებ 70%-ის სრულად ვაქცინაციას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„მიზანი მიღწეულია. ევროკავშირის ქვეყნებში იმ ოდენობის ვაქცინაცია განხორციელდა, რომელიც გაერთიანების ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 70%-ის სრულად აცრას გულისხმობს. კორონავირუსი ჯერჯერობით არ დამარცხებულა, მაგრამ მეტი ვაქცინაციის ჩასატარებლად მზად ვართ. ამ კრიზისიდან მხოლოდ ერთად გამოვალთ“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“.
ევროკავშირის გრძელვადიან მიზანს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის საკმარისი ვაქცინების მობილიზება წარმოადგენს, რათა გაერთიანების მოსახლეობის სრული იმუნიზაცია განახორციელოს.