ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ინდოეთის მსგავს ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებები უნდა დადოს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ინდოეთის მსგავს ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებები უნდა დადოს

ევროკავშირმა აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ინდოეთის მსგავს ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებები უნდა დადოს, რადგან აშშ-ის მიერ იმპორტის მაღალი ტარიფები ბლოკს თავისი კავშირების დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირს ინდოეთთან შეთანხმების დადება წლის ბოლომდე სურს და ამ მიზანს მხარს უჭერს ინდოეთის ხელისუფლებაც.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკასთან, მალაიზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და სხვებთან“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.