ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის საზღვრებისკენ ათასობით მიგრანტის გაგზავნის გამო, ბრიუსელი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის საზღვრებისკენ ათასობით მიგრანტის გაგზავნის გამო, ბრიუსელი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადება

ევროკავშირის საზღვრებისკენ ათასობით მიგრანტის გაგზავნის გამო, ბრიუსელი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან შეთანხმდა, რომ განიხილონ პოტენციური სანქციები იმ ავიაკომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ბელარუსში ადამიანების ტრეფიკინგს ხელს უწყობენ.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები თანხმდებიან, რომ ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმა დაიწყო. ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჯო ბაიდენმა ასევე ისაუბრეს გლობალურ დათბობაზე, ორმხრივ ვაჭრობასა და უკრაინის კონფლიქტზე.