ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი მზად არის, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი მზად არის, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს

ევროკავშირი მზად არის, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე განსაკუთრებული წესის შემოღებას მხარი დაუჭირა, რასაც მოგვიანებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის გამოხმაურება მოყვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ამბობს , ეს კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ეს ინიციატივა განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების პატენტებსა და მისი დამზადების ტექნოლოგიებზე მისცემს წვდომას, რაც ავტომატურად მედიკამენტების წარმოების გაზრდის საშუალებას იძლევა.