ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზისის დასაძლევად 60 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზისის დასაძლევად 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დრ ლაიენმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან გამართული შეხვედრის შემდეგ დაწერა.
თავის მხრივ, მოლდოვის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ 60 მილიონი ევროს გამოყოფა არის შესანიშნავი ამბავი მოლდოველი ხალხისთვის.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გამოცემა „ფაინენშელ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „გაზპრომმა“ მოლდოვას ბუნებრივი აირის საფასურის შემცირების სანაცვლოდ, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ცვლილება და ენერგეტიკის სფეროში რეფორმების გადადება შესთავაზა.
მოლდოვაში ენერგოკრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ქვეყანამ რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია. „გაზპრომთან“ მოლდოვის გრძელვადიანი კონტრაქტის ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა, რის შემდეგაც ის ერთი თვით გახანგრძლივდა. ენერგოკრიზისის გამო 22 ოქტომბრიდან ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ერთი მილიონი კუბური მეტრი გაზის შეძენის შესახებ შეთანხმება პოლონურ კომპანიასთან გააფორმა.
Happy to meet Moldovan PM @natgavrilita to reiterate our full support to Moldova.
Tomorrow’s 🇪🇺🇲🇩 Association Council will further strengthen our cooperation.
In this context, @EU_Commission is making available €60 million to help 🇲🇩 manage the current energy crisis. pic.twitter.com/2NkWX0efUu
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) October 27, 2021