ურსულა ფონ დერ ლაიენი – ძვირფასო ზელენსკი, ევროპა მუდამ იდგება თქვენ გვერდით მშვიდობისკენ სწრაფვაში, შეგიძლიათ, გქონდეთ ჩვენი იმედი მოლაპარაკებების მაგიდასთან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომში გამართული შეხვედრისას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის ნაბიჯები განიხილეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ევროკომისიის პრეზიდენტმა დაწერა.
„ძვირფასო ზელენსკი, ევროპა მუდამ იდგება თქვენ გვერდით მშვიდობისკენ სწრაფვაში. თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ჩვენი იმედი მოლაპარაკებების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ ნაბიჯები, რომლებსაც უკრაინა დგამს, რათა მოიპოვოს თავისი ადგილი ერების ჩვენს ოჯახში“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
მოგვიანებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას განიხილა ნაბიჯები, რომლებიც დაეხმარება უკრაინელების სიცოცხლის დაცვაში, უსაფრთხოების დაბრუნებაში და ცეცხლის უპირობო შეწყვეტის მოახლოებაში. ასევე, მათ იმსჯელეს ევროკავშირსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, კერძოდ, „ევროპის გადაიარაღების” ინიციატივის ფარგლებში.
„ცალკე ყურადღება დავუთმეთ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტის მომზადებას. მნიშვნელოვანია, რომ ის მიმართული იყოს რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორებისკენ და გახდეს რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ელემენტი მშვიდობის აღსადგენად“, – დაწერა ზელენსკიმ.
Dear @ZelenskyyUa, Europe will always stand by Ukraine in the pursuit of peace.⁰
You can count on our support at the negotiating table to achieve a just and lasting peace.
⁰Today, we also discussed the steps Ukraine is taking to earn its place in our family of nations. pic.twitter.com/T8jXnEMbqu— Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 26, 2025