ურსულა ფონ დერ ლაიენი – ძალიან შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობით, ეს არის საშინელი შეხსენება, თუ რა არის პუტინის რეჟიმი
ძალიან შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს არის შეხსენება, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი.
„პუტინს საკუთარ ხალხში უთანხმოების გარდა არაფრის ეშინია. ეს არის საშინელი შეხსენება იმისა, თუ რა არის პუტინის რეჟიმი. მოდით გავერთიანდეთ ჩვენ ბრძოლაში, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც გაბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წინსვლას“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.
Deeply disturbed and saddened by news of the death of Alexei Navalny.
Putin fears nothing more than dissent from his own people.
A grim reminder of what Putin and his regime are all about.
Let’s unite in our fight to safeguard the freedom and safety of those who dare to… pic.twitter.com/YoIbS7XbdX
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 16, 2024